2 35 63 49 info@tmtu.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
 

ისტორია

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი

ქ. თბილისში მეტროპოლიტენის სრულყოფილი ფუნქციონირება 1966 წლის 11 იანვარს დაიწყო, თუმცა მანამდე მეტროპოლიტენის მშენებლობისა და მისი ექსპლუატაციაში გაშვების ხანგრძლივი პროცესი რა თქმა უნდა აქ მომუშავე ადამიანების მხრებზე გადავიდა. დიდ ხანს არ დაუყოვნებია პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნასაც. დაახლოებით ორ კვირაში ჩამოყალიბდა პირველი პროფკავშირული ორგანიზაცია რომლის თავმჯდომარეც იყო კაკაბაძე რეზო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მეტროპოლიტენის პროფკავშირის თავმჯდომარეები წლების მანძილზე იყვნენ:

  1. კაკაბაძე რეზო;
  2. სვანიშვილი ნელი;
  3. კაპანაძე თეიმურაზი;
  4. ბერძენიშვილი ლევანი;
  5. ზურაბიშვილი ზურაბი;
  6. ზარიძე გურამი;
  7. ხარატიშვილი ბესიკი (2006 წლიდან დღემდე).

საბჭოთა პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენი ისევე როგორც,  სხვა მოძმე რესპუბლიკების მეტროპოლიტენები, გზათა მიმოსვლის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა რკინიგზასთან ერთად. შესაბამისად თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირული ორგანიზაცია რკინიგზის ტრანსპორტის და სატრანსპორტო მშენებლობის მუშათა დარგობრივ პროფკავშირებში შედიოდა. თუმცა 90-იანი წლებიდან მეტროპოლიტენის პროფკავშირი დამოუკიდებელ დარგად ფუნქციონირებს.
ისევე როგორც საქართველოში არსებული ძირძველი პროფკავშირული ორგანიზაციები ჩვენი დარგის პროფკავშირების მოღვაწეობაც კომუნისტური მმართველობის პერიოდში ძირითადად შემოიფარგლებოდა კომუნისტური პარტიის იდეების გახმოვანებით, თუმცა უნდა აღნინიშნოს, რომ ვინაიდან მეტროში მუშაობა რთული და მძიმე იყო, კადრების მოზიდვისა და მათი სამუშაო ადგილზე დამაგრების მიზნით თბილისის მეტროპოლიტენში ბევრი სოციალური ბენეფიტები იყო გათვალისწინებული. მაგალითად მეტროპოლიტენში დასაქმებულები დაჩქარებულად კმაყოფილდებოდნენ ბინით; ეძლეოდათ ახალი ავტომანქანები დაწესებული კვოტის და რიგის მიხედვით; საზღვარგარეთ სამოგზაუროდ საგზურები; დასასვენებელი კომპლექსები გააშენეს კიკეთსა და ბათუმში; ასევე საგზურები ნაწილდებოდა საქართველოს სხვა კურორტებზეც. ამ ყველაფერს კი ანაწილებდა და ორგანიზაციას უკეთებდა პროფკავშირული ორგანიზაცია.
 
პროფკავშირები ასევე ჩართული იყო საწარმოო შემთხვევების კვლევის კომისიებში.
ორგანიზებას უკეთებდა კულტ-მასიურ ღონისძიებებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირი თავის ძირითად ფუნქციას დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვას რა თქმა უნდა სრულყოფილად ვერ და არ ახორციელებდა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად მეტროპოლიტენის პროფკავშირებშიც მოხდა ძირეული განახლება და 2006 წლის 24 მარტს მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის რიგგარეშე ყრილობაზე ხელმძღვანელობაში მოვიდნენ ახალგაზრდა პროფკავშირული მუშაკები ბესიკ ხარატიშვილის ხელმძღვანელობით.
დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი მეტროპოლიტენის პროფკავშირულ ცხოვრებაში. გამგეობის ახალი შემადგენლობა აქტიურად ერთვება მეტროში დასაქმებულთა როგორც შრომის პირობების ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებში.
მეტროპოლუტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის როგორც აქტივი, ასევე მისი რიგითი წევრები აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში.
2006 წლის 21 აპრილს ტელეკომპანია „იმედი“ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობს „საქართველოს შრომის კოდექსის“ ცვლილებების პროექტის გამო გამართულ დებატებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძესა და პარლამენტის შრომის, ჯანმრთელობისა და სიოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გიგი წერეთლის ოპონირებით. 
ასევე გამგეობის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის საკომიტეტო განხილვებში. 
2006 წლის აპრილი-ივნისში გაერთიანების მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით   პროფკავშირული მასწავლებლების (ტრენერების) გადამზადების პროგრამაში, რომელიც 4 ეტაპს მოიცავდა ჩვენი დარგის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს სერთიფიკატები. 
2007 წლის 28 სექტემბერს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის მორიგ სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება „საწარმოში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე და ზეგანაკვეთური მუშაობისას შრომის დამატებითი ანაზღაურების მდგომარეობის შესახებ.
თბილისის მეტროპოლიტენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სატრანსპორტო საშუალებაა. მეტროთი ყოველთვიურად ასიათასობით მგზავრის გადაყვანას სხვადასხვა სპეციალობის ასობით ადამიანი ემსახურება, რომელთა უმრავლესობას მავნე და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევს მუშაობა. 
„ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების მიერ მიღებული შრომის კოდექსი მთლიანად ათავისუფლებდა დამსაქმებელს ასეთ პირობებში მომუშავეებზე ზრუნვისგან. შესაბამისად მეტროპოლიტენის პროფკავშირულმა ორგანიზაციამ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერების დახმარებითა და უშუალო ჩარევით კოლექტიური ხელშეკრულების დადებით შეძლო ამ და სხვა მრავალი სოციალური პრობლემის მოგვარება და დარეგულირება. 
თუმცა ეს არ ყოფილა ადვილი, აქციის, შიმშილობის, წერილობითი მიმართვების ქალაქის მერის, პარლამენტის თავმჯდომარის, ეკონომიკის, იუსტიციის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების მიმართ მიუხედავად პასუხი არ ჩანდა.
2008 წლის 25 თებერვალს გამართულ გაფიცვაზე მოვიდნენ საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელები ირაკლი პეტრიაშვილი, გოჩა ალექსანდრია და სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები. სოლიდარობამ თავისი შედეგი გამოიღო მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ პოზიცია შეცვალა და პროფკავშირი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია. მეტროპოლიტენის გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ თანხმობა განაცხადა კოლექტიური შეთანხმების გაფორმებაზე. (სურათი) 
თუმცა მავნე, მძიმე და საშიშ პირობებში მომუშავეთათვის ფულადი დანამატის დასაწესებლად 4 წლიანი სასამართლო პროცესი გახდა საჭირო, რომელიც საბოლოოდ მორიგებით დასრულდა, რომლის შედეგადაც  ორგანიზაციამ, მანამ სანამ ამ საკითხზეჩანაწერი გაჩნდებოდა ახალ 2013 წლის შრომის კოდექსში, რომელიც პრაქტიკულად არც არაფერს ითვალისწინებს 10 კალენდარული დღე დამატებითი შვებულების გარდა, მიაღწია მავნე პირობებში მომუშავეთათვის 50 ლარი და მძიმე პირობებში მომუშავეთათვის 70 ლარიან ფულად დანამატს, ასევე დამატებით 2 და 3 დღე შვებულებას. აღნიშნული თანხები 2022 წლიდან გაიზარდა 15%-ით მოლაპარაკების შედეგად. 
2008 წელს გაფორმებულ პირველ კოლექტიურ ხელშეკრულებაში სხვადასხვა დროს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით დადებული იქნა 12 ხელშეკრულება, რომელთა შინაარსი გაერთიანდა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს გიორგი შარკოვს შორის გაფორმებულ „განზრახულებათა მემორანდუმის“ საფუძველზე 2021 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ერთიანი კოლექტიური ხელშეკრულება თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას შორის, რომელიც ითვალისწინებს წლიური სახელფასო ფონდის ზრდას 15%-ით, რამაც შეადგინა დაახლოებით 18 მილიონი ლარი და შეეხო შვიდიათასამდე დასაქმებულს. ღამის საათების ანაზღაურება 1,3%-ით რომელიც ეხება დასაქმებულთა 70%-ს მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთა დანამატის გაზრდას.კლასებისა და თანრიგების დანამატის გაზრდას. ტექნიკური სწავლებისთვის ყოველთვიურ დანამატს რომელიც 20 ლარს შეადგენს და 800-მდე დასაქმებულს  ეხება.  ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას, საპატიო თანამშრომლის წოდების მინიჭებას და ფულადი პრემიების გაცემას და მრავალ სხვა ბენეფიტებს პროფკავშირის წევრებისთვის.