21-Oct-2023
პროფკავშირების გაერთიანებისა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, ქობულეთში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფაქტივისთვის სემინარი ჩატარდა. Tmtu Itf 🗣 შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ Besik Kharatishvili-მა გახსნა. თავმჯდომარის მოადგილემ, Maia Shavishvili-მა კი სემინარის მონაწილეებთან საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის შესახებ ისაუბრა. ხაზი გაესვა ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობას და სამომავლო გეგმები დაისახა. ✅ შრომითი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და სიახლეები მიმოიხილა სემინარზე პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, Aslan Khmaladze-მ. ✅ მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის, პირველადი პროფკომიტეტების და აქტიურმა პროფწევრებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. 👌 პროფკავშირების გაერთიანება მომავალშიც განაგრძობს საკუთარი წევრი ორგანიზაციებისა და წევრების მხარდაჭერას და შრომითი უფლებების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.