ENG | GEO




 - მთავარი
 - ორგანიზაციის შესახებ
 - ისტორია
 - წესდება
 - გამგეობა
 - გალერეა
 - პარტნიორები
 - კონტაქტები
 - მეტროპოლიტენი
 - ბმულები

• თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირულ ორგანიზაციებში მოხდა გარდაუვალი ძვრები - განიდევნა ძველი მენტალიტეტი, რაც აისახებოდა ბინების, მანქანების, საგზურების განაწილებაში. დღეს უკვე განახლებულმა ორგანიზაციამ ძირითად მიზნად დაისახა მუშაკთა უფლებების დაცვა, შრომისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება და მუშაკთა ინტერესების თავისუფლად გამოხატვის საშუალება...



ახალი ამბები


18.02.2011

ამა წლის 18 მარტს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, პროფკავშირის XIII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ჩატარების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 19 მარტი,რომლის დღის წესრიგად დამტკიცდა:
1. 2006-2011 წლების სანგარიშო მოხსენება;
2. 2006-2011 წლების სარევიზო კომისის მოხსენება;
3. არჩევნები: თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის,გამგეობის,გამგეობის თავმჯდომარის,თავმჯდომარის მოადგილის,სარევიზიო კომისიის;
4. ცვლილებების შეტანა წესდებაში.

გამგეობის დადგენილება:

XIII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მითითებული დღის წესრიგით ჩატარდეს 2011 წლის 19 მარტს 12:00 საატზე მეტროპოლიტენის საქტო დარბაზში.
მისამართი: ვაგზლის მოედანი 2

10.11.2010

ა/წლის 9 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა მეტროპოლიტენის პროფკავშირის სარჩელის განხილვა მძიმე,მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებისათვის დამატებითი ანაზღაურების თაობაზე. სასამართლო პროცესზე სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან დაისვა ერთადერთი კითხვა: თუ შედგა შეხვედრა ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის და თუ მოხდა რაიმე შეთანხმება? აღნიშნულ კითხვაზე პროფკავშირმა უპასუხა,რომ შეხვედრაშედგა,მაგრამ ადმინისტრაციასთან ვერ მიაღწია ვერანაირ შედეგს. ადმინისტრაციამ არ გამოამჟღავნა მცირეოდენი სურვილიც კი საკითხის გადასაწყვეტად. კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,რომ საკითხის განხილვა დაევალოს სააპელაციო სასამართლოს.

18.10.2010

ინფორმაცია 2010 წლის 12 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის პროცესის მიმდინარეობის და გადაწყვეტილების შესახებ. ჯერ კიდევ 2009 წლის 31 მარტს პროფკავშირმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ადმინისტრაციისგან 2008 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობდა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირიტად ხელფასზე დანამატის განსაზღვრას 2009 წლის 1 იანვრიდან და განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობის განდაზღვრას. პროფკავშირის აღნიშნული სარჩელი 2009 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" ( იგივე შპს "თბილისის მეტრო" ) დაევალა მხოლოდ განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა მიზეზი იმისა, რომ პროფკავშირმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სადაც ვითხოვდით სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. მაგრამ მოხდა ისე, რომ 2010 წლის 24 მარტის განჩინებით პროფკავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2009 წლის 25 სექტემბერის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ პროფკავშირმა კვლავ გაასაჩივრა განჩინება და კვლავ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არსებული შეთანხმების საფუძველზე ადმინისტრაციის მიერ განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრა და მისი გადახდის დაკისრება 2009 წლის 1 იანვრიდან.
12 ოქტომბრის სასარჩელო განხილვის სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩატარდა საკმაოდ ობიექტურად, იგრძნობოდა სასამართლოს საკმაოდ კრიტიკული პოზიცია ადმინისტრაციის მიმართ ადმინისტრაციის ჩამოუყალიბელობის გამო. კერძოდ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლ. კოპლატაძეს მოსთხოვეს 2008 წლის 25 თებერვლის შეთანხმების შესრულება, რომ იგი ვალდებული იყო განსაკუთრებულ სამუშაოებზე დასაქმებულთათვის გადაეხადა გარკვეული ანაზღაურება, მაგრამ ადმინისტრაცია კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე. ადმინისტარციას მოჰყავდა ის არგუმენტი, რომ მეტროპოლიტენი წამგებიანი ორგანიზაციაა და არ გააჩნია საამისოდ ფინანსური სახსრები. მოსამართლის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ასეთ პირობებში ყოველკვარტალური პრემიების გაცემა, ლ. კოპლატაძემ პასუხზე თავი შეიკავა. მოსამართლემ ჩვენგან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ ვითხოვთ მაინცდამაინც 100 ლარის დანამატს. ხოლო ჩვენს მიმართ დასმულ კითხვაზე: რა თანხის დანამატზე შეგვიძლია საბოლოო შეთანხმება, პასუხად იყო ის, რომ ადმინისტრაცია თუ 5 ლარის გადახდასაც არ აპირებს, მაშინ ჩვენს შორის კომპრომისი გამორიცხულია. ამ ვითარებაში, მიიღო რა პროფკავშირისგან და ადმინისტრაციისგან შესაბამისი განმარტებები, სასამართლომ დაავალა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რათა კომპრომისის გზით მოხდეს შეთანხმება, რისთვისაც სასამართლოს მიერ ორივე მხარეს მიეცა პერიოდი 9 ნოემბრამდე, რის შემდეგაც სასამართლო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას შესასრულებლად.

31.05.2010

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა 28 აპრილს, შრომის დროს დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო ხსოვნის დღეს გათვალისწინებული ღონისძიება. აღნიშნული დღე აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად და პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საშიშპირობებიან, მავნე და მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულნი დაიღუპნენ. მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების საქმეში, კერძოდ კი ხის ნერგების დარგვაში. 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაში მეტროპოლიტენის პროფკავშირის მონაწილეობას და აღნიშნა, რომ მეტროპოლიტენის პროფკავშირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში, სადაც საკუთარი სურვილითა და გამგეობის წევრეთა აქტიურობით, საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხმა მიიღო მონაწილეობა. ყოველივე ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ მეტროპოლიტენის პროფკავშირს პროფკავშირის გაერთიანების ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა.

31.03.2010

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელობასთან მეტროპოლიტენის პროფკავშირის 2008 წლის 25 თებერვლის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. კერძოდ, საწარმოს იმ თანამშრომლებთან, რომელთაც 2010 წლის პირველ აპრილს ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების ვადა, ახალი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი ვადა (ნაცვლად 2008 წლის 1 აპრილიდან მოქმედი 2 წლიანი ინდივიდუალური შრომითი ხეკლშეკრულებისა) განისაზღვრება შემდეგი წესით:
1. სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან, მათ მოადგილეებთან და მთავარ ინჟინრებთან - არანაკლებ ერთი წელი;
2. ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულებთან-არანაკლებ 2 წელი;
3. ყველა სხვა დასაქმებულთან - 5 წელი.
როგორც ბ. ხარატიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციაში საწარმოდან არჩეული წევრების განთავისუფლების ან დახსნის შემთხვევაში, საკითხი გადაწყდეს მხოლოდ პროფკავშირთან შეთანხმების შემთხვევაში. ამას გარდა, პროფკავშირის ხელმძღვანების მიერ, რამოდენიმე მცდელობის მიუხედავად, ადმინისტრაციასთან ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შეთანხმება განსაკუთრებულ სამუშაოებზე დასაქმებულთათვის ანაზღაურების დანამატის განსაზღვრის შესახებ. როგორც ბ. ხარატიშვილმა აღნიშნა, პროფკავშირი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით - უზენაეს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

31.03.2010

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2010 წლის 2 მარტის # 57 ბრძანება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის შესახებ.სამმხრივი კომისიის მხარეებს, ბრძანების თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს მთავრობა, საქართველოს პროფესიული კავშირებისა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დასაქმებულთა გაერთიანებები. სამმხრივი კომისიის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს საქართველოში სოციალური პარტნიორობის განვითარების, ასევე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე და, აგრეთვე, შრომითსა და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

31.03.2010

ინფორმაცია 3-8 მარტს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ღონისძიებამ მოიცვა მეტროპოლიტენის პროფკავშირის წევრი 524 თანამშრომელი. როგორც გამგეობის წევრებმა აღნიშნეს, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებამ კმაყოფილება გამოიწვია პროფკავშირის წევრ ქალებში.

29.01.2010

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ითხოვს სოლიდარობის გამოხატვას და სათანადო დახმარებას. ამასთან დაკავშირებით მან თხოვნით მიმართა გამგეობის წევრებს, რათა ყველამ გააცნობიეროს სოლიდარობის მნიშვნელობა და აქტიურად დავუჭიროთ მხარი პედაგოგებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რისთვისაც საჭიროა პროფკავშირის ის წევრები, რომლებიც 2 მარტს 14 სთ-ზე სამუშაოსაგან თავისუფალნი იქნებიან, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას გამგეობის წევრებთან და პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან ერთად, მაგრამ, უმთავრესი გახლავთ ის, რომ წინა დღეს -1 მარტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობა 15 სთ-ზე ვარდების მოედანზე ჩაატარებს აქციას, რომელშიც მონაწილეობა უნდა მოვიღოთ მაქსიმალური წევრთა რაოდენობით და წარმოვადგინოთ ის ძირითადი პრობლემები რომელიც ჩვენს საწარმოშია ამჟამად, ესენია:
1. 2 წლიანი შრომითი ხელშეკრულებების უვადოზე გადასვლა;
2. ხელფასების გაზრდა;
3. ღამის საათების აღდგენა;
4. კოლექტიური ხელშეკრულებების დადება და სხვა.

15.12.2009

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შემდეგ რაც მიღებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ სამუშაოზე დასაქმებულთათვის ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე, მაგრამ მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ არ მოგვცა პასუხი აღნიშნულის თაობაზე გაგზავნილ წერილზე, პროფკავშირმა შესაბამისი სარჩელით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

26.10.2009

მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციამ გასულ 2008 წელს დააწესა "ღირსეული შრომის დღე" რომელიც მსოფლიოში აღინიშნება 7 ოქტომბერს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ "შრომის დღის" აღნიშვნა გადაწყვიტა ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამიტომაცაა, რომ ა.წ. 3 ოქტომბერს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მეტროპოლიტენის პროფკავშირმა.

21 .07.2009

"სასამართლოში შეტანილი სარჩელის თაობაზე მიღებული უწყების" შესახებ მოკლე ინფორმაცია. შპს "თბილისის მეტროსა" და მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, პროფკავშირმა შეიტანა სარჩელი.

23.02.2009

დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია . აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად პროფკავშირმა ჩაატარა სათანადო სამუშაოები, კერძოდ დაზუსტდა ქალთა სია, რის მიხედვითაც შეძენილ იქნა 535 (ხუთას ოცდათხუთმეტი) ბილეთი კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად და საჩუქრების მისაღებად.

30.12.2008

პროფკავშირებთან შეხვედრისას შედგა დიალოგი მიმდინარე საკითხებზე, კონკრეტულად რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას, როგორც ცნობილია საშემოსავლო მცირდება 25%-დან 20%-მდე, თუმცა გამონთავისუფლებული 5% რიგმა ორგანიზაციებმა, მაგალითად დასუფთავების სამსახურმა, არ დაამატეს თანამშრომელთა ხელფასზე, არამედ, გამოიყენეს საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მიზნებისათვის. მეტროს ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს აღნიშნული 5 % დაამატოს ხელზე ასაღებ თანხას, რის შედეგადაც ყველა თანამშრომლის ხელფასი გაიზრდება 5 %-ით.

24.09.2008


საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგად არსებული სამოქალაქო და სამხედრო მდგომარეობის შესახებ. იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მეტროპოლიტენის პროფკავშირი განახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს და იმუშავებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
მეტროპოლიტენის გამგეობის წევრებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და იმედი გამოთქვეს, რომ მოკლე ხანში ყველაფერი მოგვარდებოდა და ცხოვრება ჩადგება ნორმალურ კალაპოტში.სატელევიზიო და მედია საშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით კონფლიქტურ რეგიონში საომარი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაიძაბა მდგომარეობა, რის შედეგადაც დიდია დაზარალებულთა რაოდენობა, მთლიანად განადგურდა ცხინვალის რეგიონის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, რამაც გამოიწვია იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის რიცხვის ზრდა.ცხინვალის რეგიონიდან გამოძევებული მოსახლეობა საჭიეოებს ჰუმანიტარულ დახმარებას, რისთვისაც პროფკავშირი გამოყოფს 1 000-იდან - 1 500-მდე ლარს მათთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად. გამგეობის წევრებმა გამოთქვეს სურვილი იმის შესახებ, რომ ისინი მივლენ სამსახურებში და დაიწყებენ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესს.
საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში მეტროპოლიტენის პროფკავშირულმა ორგანიზაციამ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად მონაწილეობა მიიღო იგოეთის ანტირუსულ მშვიდობიან აქციებში. სალაროდან გამოტანილ იქნა 2000 (ორი ათასი) ლარი, აქედან: ქ. თბილისში და ქ. გორში ადგილნაცვალი პირებისათვის-ლტოლვილებისათვის შეძენილ იქნა და გადაეცა 17 დასახელების სხვადასხვა სახის კვების პროდუქტები, საოჯახო ნივთები, ტანისამოსი და ბავშვების სათამაშოები

20.07.2008

გამგეობის წევრებმა, პირველადი კომიტეტის თავმჯდომარეებმა აღნიშნეს ინფორმაცია სამსახურების პროფკავშირის წევრთა ექსკურსიების ჩატარების შესახებ და აღნიშნეს, რომ თანამშრომლებმა გამოხატეს კმაყოფილება ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარების თაობაზე.

20 .07.2008

ინფორმაცია კიკეთის დასასვენებელ კომპლექსში დასვენების მსურველთა მიღების შესაძლებლობის შესახებ და სამსახურების პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს გადასცა დასასვენებელი კომპლექსის სტრუქტურა და ოთახების განაწილების სია რათა მოხდეს სამართლიანი განაწილება აღნიშნული საგზურების.

26-29.05.2008

2008 წლის 26-29 მაისის ჩათვლითბელგიის პროფესიული კავშირების მიერ სამუშაო ვიზიტით მიწვეული იყო საქართველოს პრფესიული კავსირების გაერთიანების წარმომადგენლობითი დელეგაცია,ბატონ ირაკლი პეტრიაშვილის მეთაურობით, მათ შორის დელეგაციაში იმყოფებოდა ბილისის მეტროპოლიტენის
მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხიტალიშვილი. ბრიუსელში შედგა უამრავი შეხვედრა, კერძოდ:PERC-ის აღმასრულებელ მდივანთან გრიგორ გრადევთან,ITUC ევროპული პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელებთან ტომ ჯენკინსი, ჯეიმს ხოვარდი, ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან სტეფან კლაუვარტესი, ITUC DGS ევროპული პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელობა იან ვიენომი, ევროსაბჭოს კომისიის წარმომადგენელთან ანდრეას ხარდინა DG RELEX და სხვა მრავალ წარმომადგენლებთან.მათ ევროპული სატრანსპორტო პროფკავშირული გაერთიანების პრეზიდენტთან, ფილიპეალფონსსთან, ასევე ექსპერტებთან,
მკვლევარებთან, იურისტებთან. დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის განხილვას, წარმოდგენილი იქნა უამრავი დასკვნა და შენიშვნა, რომელიც მკვეთრად გამოხატავს არსებული შრომის კოდექსის ნეგატიურობას და მისი შეცვლის აუცილებლობას მოითხოვს, რათა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა, თუ რა მძიმე პირობებში მუშაობენ თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებული ადამიანები,
რომ არ არსებობს მინიმალური სოციალური გარანტიებიც კი, რაც ასე ძლიერად არის წარმოდგენილი ევროპულ ანალოგიურ საწარმოებში. გამოიხატა სურვილი უფრო მჭიდრო ურთიერთობის და საერთაშორისო დახმარების.ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

6.03.2008

2008 წლის 6 მარტს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულ კავშირში სტუმრად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე რობერტ ქინი და ამერიკის შერთებული შტატების პროფესიული კავშირების სოლიდარობის ცენტრის საქართველოს პროგრამის ხემძღვანელი რობერტ ფილდინგი. მათ დაინტერესება გამოხატეს ჩვენი ორგანიზაცის მუშობის, კერძოთ 25 თებერვლის საპროტესტო აქსის და მიღწეული 25.02.2008 წლის შეთანხმების (კოლექტიურ ხელშეკრულება) მიმართ. ასევე დაინტერესდნენ თუ პრაქტიკულად რა როლს ასრულებს, როგორ ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში ეს ინსტიტუტი რასაც
პრფკავშირი და დასაქმებული ადმინების უფლებების,ინტერესეის დაცვა ჰქვია. სტუმრების მხრიდან აღინიშა რომ თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულ კავშირი როგორც ავანგარდში მყოფი და ერთერთი მკვეთრად გამორჩეული პრფკავშირული ორგნიზაცია ქვეყანაში დიდ როლს ასრუელბს კერძოთ მეტროში დასაქმებული მუშაკების პირობების გაუმჯობესებაზე რაც დიდ მოწონებას იმსახურებს მათში და მზად არიან რომ მჭიდროთ ითანამშრომლონ და გაუწიონ დახმარება პროფკავშირულ საქმინობას და ამ ორგანიზაციას.

ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

25.02.2008

წარმოებაში სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით 2008 წლის 25 თებერვალს მეტრო ელ.დეპოსთან, მეტროპოლიტენის პროფკავშირის ლიდერების ბესიკ ხარატიშვილის და მოადგილე გიორგი ხიტალიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა მშვიდობიანი აქცია, სადაც ხელმძღვანელობამ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას, რის შედეგადაც დაიდო შეთანხმება და 1 აპრილიდან წარმოებაში არსებული ერთ წლიანი შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა ორ წლიანით, მოხდა ხელფასების მატება, წლის ბოლომდე განისაზღვრება მავნე პირობებში მომუშავე თანამშრომელთათვის ხელფასზე დანამატი და სხვა.
შეთანხმება შეგიძლიათ იხილოთ აქედან.

ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

11-15.02.2008


11/02-2008წ -15/02-2008წ. იტალიაში ქ.ტურინში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების სამმხრივი სემინარი თემაზე: წარმოებაში უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების დაზღვევის შესახებ:პრობლემები ტენდენციები და რეფორმათა სტრატეგიები, რაშიც მონაწილეობას ღებულობდა თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ბ.ხარატიშვილი.
აღნიშნული სემინარის შესახებ მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ აქედან.

ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

20.11.2007

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, მიუხედავად
მწირი ფინანსური რესურსებისა შეძლო,შეექმნა დოკუმენტური ფილმი
სახელწოდებით ,,სოლიდარობა,,.
ფილმში ასახულია პროფკავშირული საქმიანობა და მიღწეული შედეგები
2006-2007 წლებში.

ფილმის ავტორები:
ბესიკ ხარატიშვილი
გიორგი ხიტალიშვილი

ფილმის რეჟისორი:
გიორგი ხიტალიშვილი



> გადმოწერა

14.09.2007

მიმდინარე წლის 13-14 სექტემბერს ქ.მოსკოვში გაიმართა საყოველთაო პროპკავშირების კონფედერაციის კონგრესი,სადაც საქართველოდან იყვნენ მიწვეულები დელეგაცია ბ. ირაკლი პეტრეაშვილის ხელმძღვანელობით,მათ შორის თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავჯდომარე ბ. ბესიკი ხარატისვილი.

ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

01.08.2007


როგორც ცნობილია 1 ივლისიდან გაიზარდა მეტროპოლიტენით სარგებლობის ტარიფი, რამაც გამოიწვია არსებული კოდირებული ბარათების შეცვლა ახალი ელექტრონული ბარათებით. აღსანიშნავია, რომ 1 ივლისამდე მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელი სარგებლობდა უფასო კოდირებული ბარათით ( საშვით) . ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ 1 ივლისიდან გარკვეულ კატეგორიას რომელთა რაოდენობა შეადგენდა 599 თანამშრომელს ადმინისტრაციამ არ გასცა კოდირებული ბარათი, რამაც გამოიწვია სამართლიანი უკმაყოფილება მუშაკებში და მეტროპოლიტენის პროფკავშირის ხელმძღვანელობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროფკავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო აქტიური კონსულტაციები მეტროში არსებულ სავადასხვა სამსახურებთან, რის შედეგადაც 6 ივლისს გაიმართა შეხვედრა დეპო ,,გლდანი,,-ში თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირსა და ადმინისტრაციას შორის. (შეხვედრას ესწრებოდა 350 წევრი, გენერალური დირექტორი,პირველი მოადგილე, დირექტორი ექსპლუატაციის დარგში, სამსახურების ხელმძღვანელობა. შეხვედრა მიმდინარეობდა დაძაბულ ვითარებაში, დაისვა საკითხები ხელფასების დიფერენცირებულ ზრდასთან დაკავშირებით, ასევე მუშაკთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.
ცხარე დებატების შემდეგ პროფკავშირის ხელმძღვანელობის დასაბუთებული და კატეგორიული მოთხოვნის შედეგად ადმინისტრაცია იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება და წასულიყო შემდეგ პირობებზე:
1. 1 აგვისტოდან ყველა დარჩენილ თანამშრომელზე გაიცა 720 გავლის კოდირებული ბარათი.
2. 1 აგვისტოდან წარმოებაში მოხდა დიფერენცირებული ხელფასის ზრდა

ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

01.07.2007


ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა გააფორმა ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი ბისიაი,,-სთან, რომლის საშვალებითაც მოხდა ექსკლუზიურ ფასად შეთავაზება 6 სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო პოლუსების თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრებზე და მათ ოჯახის წევრებზე.
ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

01.06.2007


როგორც ცნობილია თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას მსოფლიო ტრანსპორტის პროფკავშირების გაერთიანებასთან (ITF) რათა გაერთიანებულიყვნენ აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. აღსანიშნავია რომ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდა და 1 ივნისიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული
კავშირი ოფიციალურად გახდა ამ ავტორიტეტული (ITF) საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობის მიერ არჩეულ სწორ კურსს და მათ ნაყოფიერ მუშაობას.
ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

01.05.2007


1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები და მათ შორის თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირის წევრები (600 წევრი) შეიკრიბნენ ვარდების მოედანზე და გაემართნენ სადემონსტრაციო სვლით პარლამენტის შენობისკენ, სადაც გაიმართა მიტინგი მშრომელთა, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, ხოლო შემდეგ აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს საქართველოს პროფკავშირის კულტურის სასახლესთან ზეიმში გაიმართა საზეიმო, გასართობი ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ ცნობილი მომღერლები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.
ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

30.04.2007


შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო აქცია საქართველოს პროფესიული კავშირების ინიციატივით, რომელშიც აქტიური მონაწილეწობა მიიღო თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა. აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ხელისუფლებისათვის საარსებო მინიმუმთან,ორსულ და მეძუძურ დედებთან დაკავშირებული პრობლემები.
ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

10-11.03.2007


თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით 10-11 მარტს გაიმართა (3 მარტი დედის დღესთან და 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ღონისძიება სამმართველოს სააქტო დარბაზში, სადაც მოწვეული იქნა ,,კავშირი მე-5 დასის სატირისა და ესტრადის თეატრის,, მსახიობები და დაიდგა სპექტაკლი ,,პარლამენტი, ტელეფონი და სიყვარული,, (სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ჩუთლაშვილი). აქვე დამზადდა თბილისის მეტროს პროფკავშირის მიერ ამ დღესთან დაკავშირებით ბროშურა, რომელიც მცირე საჩუქართან ერთად გადაეცა პროფკავშირის წევრ ქალბატონებს. ფოტო მასალა იხილეთ გალერეაში

06.02.2007


პენსიონრების და ვეტერანების მიერ გამართულ აქციაზე,რომელიც ეხებოდა მათ სოციალურ პირობებს 2007 წლის 6 თებერვალს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და მათ შორის მეტროპოლიტენის პროფკავშირების აქტივმა.(ფოტო მასალა იხილეთ გალერიაში).

20.01.2007


20 იანვრის მონაცემებით ადმინისტრაციასთან მიღებული შეთანხმების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად სამუშაოს დაუბრუნდა 109-ზე მეტი შემცირებული თანამშრომელი.(ფოტო მასალა იხილეთ განყოფილება გალერეაში)

18.01.2007


პროფკავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით 18 იანვარს გამგეობის წევრებამა მიუსაფარ ბავშვთა სახლის ,,რწმენის'' ბავშვებსა და პედაგოგებს გადასცეს საჩუქრები მეტროპოლიტენის პროფკავშირის წევრთა სახელით..(ფოტო მასალა იხილეთ გალერიაში).

13,14,15.01.2007


პროფკავშირების გამგეობის გადაწყვეტილებით და (კავშირი მე-5 დასი სატირის და ესტრადის თეატრის ხელმძღვენელის რომეო ჩუთლაშვილის დახმარებით) წარმოების სააქტო დარბაზში მოეწყო საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი 13, 14, 15 იანვარს პროფკავშირის წევრთა შვილებისა და შვილიშვილებისათვის (3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები), ნაჩვენები იქნა საბავშვო წარმოდგენა და გადაეცათ საჩუქრები, (სულ წარმოდგენებს დაესწრო 1050 ბავშვი). (ფოტო მასალა იხილეთ განყოფილება გალერეაში)

30.12.2006

ახალი წლის ღამეს პროფკავშირის თავმჯდომარემ (ბ.ხარატიშვილმა, მოადგილემ გ.ხიტალიშვილმა და ელ.მექანიკური სამსახურის პროფკკომიტეტის თავმჯდომარემ ნ. დათებაშვილმა) ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს მიულოცეს დამდეგი 2007 წელი და მცირედი ძღვენი გადასცეს.(ფოტო მასალა იხილეთ განყოფილება გალერეაში)

20.12.2006


თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირების ძალისხმევით (მიუხედავად მცირე ეკონომიკური სახსრებისა)მეტროპოლიტენის ღვაწლმოსილი მუშაკები და პროფკავშირის აქტიური წევრები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით,ბროშურებით და მათ საპატივსაცემოდ მოეწყო ბანკეტი. რამაც მთლიანობაში შეადგინა 100 თანამშრომელი. (ფოტო მასალა იხილეთ განყოფილება გალერეაში)

18.12.2006


მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირმა გამოუშვა ბროშურები, სადაც მცირე დროის განმავლობაში მიღწევებია ასახული.(ფოტო მასალა იხილეთ გალერიაში).

28.11.2006
სატენდერო კომისის გადაწყვეტილება

გაცნობებთ რომ თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის
მიერ გამოცხადებულ (ჯამრთელობის დაზღვევა) ტენდერში,სატენდერო კომისიამ ამა წლის 28 ნოემბერს გამოავლინა გამარჯვებული კომპანია "ჯი პი აი" ჰოლდინგი.

სატენდერო კომისია
28 ნომბერი 2006წელი

18.10.2006
ცვლილება

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის
2006 წლის 4 ოქტომბრის განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის
2006 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ 24 საათში და ოფიციალურ ვებ-გვერდზე -www.tmtu.ge
გამოქვეყნებულ განცხადებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები
-განცხადების პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვა "უმუშევრობის და"
და წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს ტენდერს პროფკავშირის
წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შესყიდვის მიზნით და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად
იწვევს ყველა დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიას."

სატენდერო კომისია
18 ოქტომბერი 2006წელი

09.10.2006
ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სპეციალიზებული სასპორტო სკოლის დარბაზში თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის
(თავმჯდომარე ბესიკ ხარატიშვილი, მოადგილე გიორგი ხიტალიშვილი) ინიციატივითა და დაფინანსებით ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა თბილისის მეტროპოლიტენის
მუშაკთა პროფესიული კავშირის ტურნირი მინი-ფეხბურთელთა, რომელიშიც 11 გუნდი მონაწილეობდა.
წრიული სისტემით გამართული ჯგუფური ორთაბრძოლების შემდეგ ნახევარფინალში გვირაბების გუნდმა ქარხნის ფეხბურთელებს სძლია 7:6, "ენერგომ" "დეპო-2" დაამარცხა 5:2.
გადამწყვეტ პაექრობაში "ენერგომ" "გვირაბებსაც" აჯობა 8:6 და დარგობრივი პროფკავშირის მიერ დაწესებული გარდამავალი თასიც დაისაკუთრა. მესამე ადგილი "დეპო-2"-ს ხვდა.
შპს"თბილისის მეტროპოლიტენმა" (გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე)გამარჯვებული გუნდი 1000 ლარით დააჯილდოვა,"გვირაბებს"500 ლარი გადაეცა,"დეპო-2"-ს კი 300ლარი ერგო.
ფეხბურთის ტურნირმა მოლოდინს გადააჭარბა,გასულ კვირას შეჯიბრების მონაწილეები კახეთში ექსკურსიაზე წაიყვიდნენ,რაც არ ყოფილა უბრალო გასეირნება,პროფკავშირების წევრების
მიერ შესყიდული იქნა კაჭრეთელი მევენახებისგან 1000 კილოგრამამდე ყურძენი (ფოტო მასალა იხილეთ გალერიაში).

03.10.2006
თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს ტენდერს
პროფკავშირის წევრების უმუშევრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის
შესყიდვის მიზნით და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიას. განაცხადი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან.

06.07.2006
შ.პ.ს ,,თბილისის მეტროპოლიტენი"-ს მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და წარმოების
ადმინისტრაციას შორის ცივილიზებური ფორმით მოხდა შეთანხმების მიღწევა,რომელიც
ითვალისწინებს მშრომელთა (თუნდაც მინიმუმ)ინტერესებს და რაც მთავარია ძირითად
პუნქტად ჩაიდო რეორგანიზაციის შემდეგ 2 თვის განმავლობაში (ხელმოწერის დღიდან)
დაიდოს ახალი შეთანხმება, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თანამშრომელთა,როგორც
სოციალურ ისე სამუშაო პირობებს. (ფოტო მასალა ამ შეხვედრის იხილეთ საითის გალერეაში).

შეთანხმება შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან:

შეთანხმება | *.doc ფაილი

04.07.2006
საქართველოს პროფკავშირის განვითარებისათვის დღევანდელმა ორგანიზაციის
ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა გაერთიანების დარგობრივ და პირველად
ორგანიზაციასთან ერთად დასაქმებულთა უკეთესი სოციალური პირობების შექმნა,
ამისათვის საქართველოს პროფკავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარში
დაუდგა.შედგა მრავალი შეხვედრები ევროპის, რუსეთის წარმომადგენლებთან
და რაც მნიშვნელოვანია შეხვედრა გაიმართა თავისუფალი პროფკავშირების მსოფლიო
კონფედერაციის(ICFTU)-ს გენერალურ მდივანთან გაი ბერნარდ რაიდერთან,
რომელმაც ყოველის მხრივ თანადგომა აღუთქვა საქართველოს პროფკავშირს.
დანარჩენი კი დამოკიდებულია ჩვენი პროფკავშირების აქტიურობაზე. (ფოტო მასალა ამ შეხვედრის იხილეთ საიტის გალერეაში).

Copyright © 2006, tmtu.ge