ENG | GEO




 - მთავარი
 - ორგანიზაციის შესახებ
 - ისტორია
 - წესდება
 - გამგეობა
 - გალერეა
 - პარტნიორები
 - კონტაქტები
 - მეტროპოლიტენი
 - ბმულები

ისტორია



თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირების ისტორია

საქართველოს ისტორიაში 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა ვარდების რევოლუცია, რამაც გამოიწვია ყველა სფეროში ძირეული ძვრების საწყისი ეტაპი. გარდამავალი პერიოდი სიკეთის ძვრისკენ ისახება,მაგრამ დარჩენილია სფეროები სადაც ძველი მენტალიტეტის მატარებლები ჯერ კიდევ შემორჩნენ და ფეხს ვერ უწყობენ აღმავლობას. მეტროპოლიტენში ერთი წლის მანძილზე ოთხი გენერალური დირექტორი შეიცვალა. 2005 წლ ის ნოემბრის თვეში გამოცხადდა სტრუქტურული რეორგანიზაცია,რაც 2006 წლის 1 თებერვალს 330 თანამშრომლის დათხოვნით დაგვირგვინდა.ამ პროცესსი მიმართ პასიურობა გამოიჩინა მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომდრემ.330 თანამშრომელთა შორის აღმოჩნდა ბევრი არაკანონიერი გზით დათხოვნილი,რომელთა განთავისუფლებაზეც პროფკავშირების თანხმობა არ იყო.ყოველივე ამან თანამშრომელთა შორის დიდი უკმაყოფილება და უიმედობა გამოიწვია პროფკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ და ამა წლის 24 მარტს მოწვეული იქნა შ.პ.ს."თბილისის მეტროპოლიტენის"რიგგარეშე მე-7 ყრილობა,სადაც ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე და ფარული კენჭის ყრით არჩეული იქნა პროფკავშირის თავმჯდომარედ ბ.ხარატიშვილი, მოადგილედ გ.ხიტალიშვილი.გამგეობის წევრებად პირველადებში ახლად არჩეული პროფკომიტეტის თავმჯომარეები და სარევიზიო საბჭო. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ დააყენა ყველა ის საკითხები ყრილობაზე,რომლებიც დაყენებული იქნა საინიციატივო ჯგუფის მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე და ფაქტიურად გადაუწყვეტელი იყო. კატეგორიული მოთხოვნები წაუყენეს ადმინისტრაციას,ყრილობის დელეგატებმაც და მიმართეს კანონით გათვალისცინებული საპროტესტო აქციებს. ახლად არჩეულ პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციას შორის განახლდა მოლაპარაკებები. 5 აპრილს მიღწეული იქნა შეთანხმებას რომლის ძირითადი პრიორიტეტიც გახლდათ 3100 თანამშრომლების მოკლე ვადიან(ერთ თვიან) ხელშეკრულებებზე გადასვლის შეწყვეტა, რაც გამოიწვევდა ერთი თვის შემდეგ თანამშრომელთა მასობრივ განთავისუფლებას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე;შვიდი თვის შემდეგ ხელფასების მინიმუმ 20%-ით მატება; მავნე პირობებში მუშაკთათვის რძის პროდუქტების მიცემა;1 თებერვალს განთავისუფლებული მუშაკების სარეზერვო სიის შედგენა და ვაკანსიის შემთხვევაში მათი დასაქმება;პროფკავშირის კუთვნილი საწევრო ანარიცხების(რომელიც ორი თვით შეჩერებული ქონდა ადმინისტრაციას)დაკავების პროცესის აღდგენა. ხელშეკრულებების ყოველი პუნქტის დაცვაზე მაქსიმალურ პასუხისმგებლობას იჩენს და ყურადღებას აქცევს ახლად არჩეული შ.პ.ს "თბილისის მეტროპოლიტენის" მუშაკთა პროფესიული კავშირები. საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესული იყო საქართველოს შრომის კოდექსი,რომელიც მოიცავდა უამრავ უარყოფით მუხლებს. კერძოდ:ზეპირ ხელშეკრულებებს,დეკრეტულ შვებულებებს, მავნე პირობების უგულველყოფას,ზეგეგმიური სამუშაოების აუნაზღაურებას და მრავალ სხვას,რის გამოც მშრომელთა საერთაშორისო დღეს 1 მაისს პროტესტის ნიშნად საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს ყველა პროფკავშირთან ერთად მიიღო ჩვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა და აქციაზე გაყვანილი იქნა მშრომელთა კოლექტივის 25% (800კაცი).
Copyright © 2006, tmtu.ge